ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა


ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა
ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა

რამდენიმე დღის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმ დასკვნის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც 26 მაისს, „სახალხო კრების“ კორტეჟის მიერ პოლიციელის გატანის ფაქტს უკავშირდება. ექსპერტიზა, რომელიც ვიდეო მასალას დაეყრნო, ამბობს, რომ კორტეჯს ადამიანი არ გაუტანია. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზეც განაცხადა. „ეს ექსპერტიზა ყველანაირად ადასტურებს, რომ ამბავი, რომლის შესახებაც ოფიციალური ხელისუფლება საუბრობს უბრალოდ, მოგონილია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვითხოვდით თვითონ ატვომანქანების ექსპერტიზასაც, რომლებიც პოლიციას ჰყავს წაყვანილი, და თავად გარდაცვლილი პოლიციელის ტანსაცმლის ექსპერტიზასაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ მივაღწიეთ, დასკვნის შესახებ, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ეს ხომ კერძო ბიურო არაა, რომელსაც შეიძლებოდა არასწორი დასკვნა მოეცა? ეს ის ბიუროა, რომლის დასკვნის საფუძველზეც არაერთი ადამიანია დაკავებული“- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო კუჭავა აცხადებს, რომ მათ კერძო შეკვეთების შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება არ გააჩნიათ. „დამკვეთმა, ვინც შემოიტანა ჩვენთან აღნიშნული საქმე და გაიტანა დასკვნა, თავად უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენი მხრიდან ამის გაკეთება დაუშვებელია,“– ამბობს სოფო კუჭავა.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამბობს, რომ 26 მაისის მოვლენების შემდგ ბურჯანაძის დაცვის სამსახურის 6 წევრი დააკავეს, ხუთი სისხლის სამართლის საქმეზე, ერთი კი ადმინისტრაციული წესით. მათ შორის ერთ–ერთის მიმართ ბრალდება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით იყო წაყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა და პატიმრობა მიუსაჯა იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომანქანით ადამიანის გატანაში დაედოთ ბრალი. „ჩვენ არ ვცნობთ ამ ექსპერტიზის შედეგებს,“– ამბობს შოთა უტიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 26 მაისის აქციის დაშლისას სამართალდამცავები, რომლებმაც ზედმეტი ძალა გამოიყენეს, დაისაჯნენ. მათი იდენტიფიცირება მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან მოხდა. ოთხი სამსახურიდან დაითხოვეს, ერთი თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს, სამმა სასტიკი, რვამ კი ჩვეულებრივი საყვედური მიიღო. თუმცა მათი ვინაობა, რომლემაც მუშაობის დროს დადგენილ ნორმებს დაგაუხვიეს, საზოგადოებისთვის მაინც უცნობი დარჩა. შსს–მ მათ იდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG