რა გამოსავალს ხედავენ ამერიკელი ექსპერტები ერევანში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან? როგორია ვითარების აღქმა ვაშინგტონში და რას ურჩევენ ისინი სომხეთის მთავრობას?
მაიკლ რუბინი ვაშინგტონში, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარია. რუბინის აზრით, ერევნის მოვლენები სომხეთის მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების, სტაგნაციის, იმედგაცრუების და ქვეყნის არასწორი მართვის შედეგია.
მაიკლ რუბინი: უცნაურია, რომ მძევლების აყვანის ორგანიზატორებს უფრო მეტი ხალხი უჭერს მხარს, ვიდრე მათ, ვინც დაატყვევეს. ეს მთავრობისთვის მკაფიო სიგნალი უნდა იყოს.
მაიკლ რუბინი
არსებობს არა ერთი პრობლემა. მთავრობა კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებული არ არის. სომხური დიასპორა უცხოეთიდან ვერც ბრუნდება. მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ პრობლემები აქვს და რეფორმები დაიწყოს. მხოლოდ გენოციდის აღიარებისთვის ბრძოლა საკმარისი არ არის.
ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და უკრაინასა და უზბეკეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია. ის ერევანში არსებული ვითარებიდან გამოსავალს, მაიკლ რუბინის მსგავსად, დაუყოვნებელ რეფორმებსა და ქვეყნის განვითარებაში ხედავს:
ჯონ ჰერბსტი: სომხეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, საინტერესო, მაგრამ სევდიანი. ქვეყანა საბჭოთა სტილის სახელმწიფო სისტემით იმართება. სომხეთი არ არის ღია საზოგადოება. მას ყოვლისმომცველი რეფორმები სჭირდება, რაც ხელისუფლებას საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულს გახდის, ხალხს კი გამოხატვის თავისუფლებას მიანიჭებს. ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან. სომხეთი რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთს კი, ყარაბახის კონფლიქტის მონაწილე მხარეების მსგავსად, ვითარების დარეგულირება არ აწყობს.
სომხეთს ყოვლისმომცველი რეფორმები სჭირდება, რაც ხელისუფლებას საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულს გახდის.ჯონ ჰერბსტი
ჯეფრი გედმინი ატლანტიკური საბჭოდან ფიქრობს, რომ ამერიკას სტაბილური და მშვიდობიანი კავკასის შენარჩუნება სწადია. სომხეთი სწორედ ამ კონტექსტშია საყურადღებო. მნიშვნელოვანია, რომ ის ავტოკრატიისკენ არ გადაიხაროს.
სიუჟეტში გამოყენებული იყო ამერიკის ხმის სომხური რედაქციის ინტერვიუები.