ღაზას სექტორში შექმნილ ვითარებას დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა. მისი თქმით, ვითარების დარეგულირება, პალესტინელი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მზად არის „მნიშვნელოვნად გააფართოვოს“ ღაზას სექტორში დაწყებული ოპერაცია ჰამასის და სხვა შეიარაღებული ექსტრემისტების წინააღმდეგ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ღაზას სექტორთან ისრაელის რამდენიმე ათასი ჯარისკაცია მობილიზებული. რაიონში უკვე მეხუთე დღეა რაც პალასტინელებსა და ისრაელს შორის შეტაკებები გრძელდება, რის შედეგადაც სხვა დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.
დღეს ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში თავის სამიზნეების არეალი გააფრთოვა, რაშიც ის შენობებიც მოექცა, სადაც უცხოელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ოფიციალური პირების ცნობით, იერიშის დროს სამი ჟურნალისტი დაიჭრა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი დღეს იერუსალიმში გაემგზავრა. პარიზი მხარეებს შორის ზავის ჩამოგდებას შეეცდება. ასევე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ.
მინისტრ უილიამ ჰეიგის განცხადებით, ისრაელი დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას, თუკი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. პალესტინის განცხადებით, ოთხშაბათიდან დღემდე ღაზას სექტორში 48 ადამიანია დაღუპული. ისრაელი სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება.