ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში შესაძლოა არალიცენზირებული მეჩეთები დახურონ


ევროპის უშიშროების სამსახურების ყურადღების ქვეშ კონტინენტზე არსებული ასობით არაოფიციალური და არალიცენზირებული მეჩეთი მოექცა, რომელთა უმრავლესობა მიგრანტებით დასახლებულ სახლებში ფუნქციონირებს.

ევროპის კავშირის რამდენიმე ქვეყანაში პოლიტიკოსები მსგავსი მეჩეთების უკეთ შესწავლის და ზოგ შემთხვევაში დახურვის მომხრეები არიან. მუსლიმი ლიდერები კი აცხადებენ, რომ ამას ჯიჰადისტები პროპაგანდისთვის გამოიყენებენ.

არალიცენზირებული სამლოცველოების დახურვის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მისი თქმით ეს ტერორიზმთან ბრძოლის ნაწილია. იტალიაში 4 მეჩეთი და 800-მდე არაოფიციალური სამლოცველოა.

XS
SM
MD
LG