ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთო საბანკო სისტემა ევროპაში


ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ახალი ეკონომიკური კრიზისისგან უნდა დაიხსნას

ევროკავშირმა საერთო საბანკო სისტემის შექმნისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელმაც ამ ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ახალი ეკონომიკური კრიზისისგან უნდა დაიხსნას.
ევროპის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთისთვის დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ კრიზისიდან გამოსვლაზე ლაპარაკი ნაადრევია.
ევროპის ის ბანკები, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან ფინანსური დახმარება ჭირდებათ ევროზონაში შემავალი ქვეყნების ბიუჯეტებს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ, ამის გამო წარმოიშვა საბანკო კავშირის შექმნის იდეა.
ახალი ორგანიზაცია ევროპის 200-მდე წამყვანი ბანკის საქმიანობას გააკონტროლებს, რათა გამოირიცხოს 2008 წელს მომხდარი კრიზისის განმეორების ალბათობა.
როგორც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი პიერ მოსკოვიჩი ამბობს:“ აღნიშნული შეთანხმება დიდი წარმატებაა, პროგრესი სახეზეა, რაც მომავალში კიდევ უფრო დიდი მიღწევების საწინდარი იქნება.“
XS
SM
MD
LG