წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს მიენიჭა. ევროკავშირმა ეს ჯილდო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ომის კონტინენტისგან მშვიდობის კონტინენტად გარდაქმნისთვის დაიმსახურა.
ორშაბათს ოსლოში ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ თობჯორნ ჯაგლანდმა საპატიო პრემია ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროსოს და ევროკავშირის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს გადასცა.
კომიტეტმა ევრობლოკს დამსახურებული ჯილდო, ბოლო 60 წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭა.თუმცა კრიტიკოსების აზრით, ევრობლოკი ამ ჯილდოს არ იმსახურებს, რადგან ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ევროპის ქვეყნებში ხშირია სოციალური აფეთქებები და პოლიტიკური დაპირისპირებები.