ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია-რეცესიის საშიშროების წინაშე


გერმანია-რეცესიის საშიშროების წინაშე
გერმანია-რეცესიის საშიშროების წინაშე

გერმანია შესაძლოა რეცესიის საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს. ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა 2011 წლის მეოთხე კვარტალში მხოლოდ 0.25 პროცენტით აჩვენა. ეკონომისტები შიშობენ, რომ 2012 წლის დასაწყისშიც ანალოგიური შედეგი იქნება.

გერმანიის სტატისტიკის სამმართველომ ციფრები დღეს დილით გამოაქვეყნა. ბოლო კვარტალში მომხდარი ვარდნის მიუხედავად 2011 წელი ზოგადად 3-პროცენტიანი ზრდით აღინიშნა. რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2010 წელს. ეკონომისტების აზრით ზრდა მხოლოდ მომხმარებელთა ხარჯვის და ინვესტიციების ხარჯზე მოხდა. ტრადიციულად გერმანული ეკონომიკის ზრდა ქვეყნის ექსპორტს ეყრდნობოდა.

„დოიჩე ბუნდესბანკის“ სპეციალისტების პროგნოზით 2012 წელს მცირე პროგრესი იქნება, მაგრამ ზრდა მაინც მოხდება. სავარაუდოდ ის 0.6 პროცენტს და 2013 წელს 1.8 პროცენტს მიაღწევს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ევროზონაში ყველაფერი კარგად იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანიის ეკონომიკას მხოლოდ შვეიცარიამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაუსწრეს.

XS
SM
MD
LG