ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს


ევროკავშირი აცხადებს, რომ საიმპორტო პროდუქციაზე იარლიყების შეცვლისთვის ვადა განსაზღვრული ჯერ არ აქვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:36 0:00
ბმული

ისრაელის მიერ მშენებლობების გაგრძელება 1967 წლის ექვს დღიანი ომის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო მოლაპარაკების უმთავრესი წინაღობაა. ამჟამად, ისრაელის პროდუქციას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იწარმოება, იარლიყზე აქვს წარწერა „დამზადებულია ისრაელში.“

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარი კარტინ ეშტონი ცდილობს ეკონოიკურ ბლოკს წესები მიაღებინოს, რომლებიც ისრაელს წარწერის შეცვლას და მათი წარმოების ნამდვილი ადგილის მიწერას სთხოვს.

ეს მომხმარებლის დაცვის კანონმდებლობის განხორციელება იქნება, ეს ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარისას ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა მაია კოციანჩიცმა განაცხადა:

„ამ კანონმდებლობის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იარლიყზე გაკეთებულმა წარწერამ მომხმარებელი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. „დამზადებულია ისრაელში“ შეცდომაში შეყვანაა. ამ თემაზე ევროკავშირში ამჟამად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.“

ლონდონის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი როზმარი ჰოლისი ამბობს, რომ ახალი წესები ევროკავშირის პოზიციის დადასტურება იქნება ისრაელის მიერ ღაზას სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით:

„ეს პოლიტიკა დაგვიანებულიც კია იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დასახლებების ლეგალური სტატუსი ჯერ არ არის განსაზღვრული. “

2009 წელს ისრაელსა და ევროკავშირს შორის სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია მოხდა. ამით ევროკავშირის იმპორტი ისრაელიდან 16.7მილიარდამდე გაიზარდა.

მაგრამ იარლიყების დეტალებთან დაკავშირებული დავის გამო, ევროკავშირმა გადაწყვიტა დაებლოკა ის კომპანიები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას უკანონო დასახლებებში აწარმოებენ. როიალ იუნაიტედის ინსტიტუტის მკვლევარი ბარაკ სინერი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირს სეიძლება ძვირი დაუჯდეს:

„ევროკავშირმა ამით საკუთარი თავის მიმართ ნდობა შეარყია, რადგანაც ისინი მიკერძოვებულად უდგებიან გაეროს 242-ე რეზოლუციას, რომელიც სპეციალურად გაურკვეველი და შეუჯამებელია. რეზოლუცია ამ ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრას ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს უტოვებდა.“

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ისრაელმა ევროკავშირს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები ათობით ათასი პალესტინელისთვის დახმარების მიწოდება დაუბლოკა.

თუმცა, ჯაფის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ყოფილი დირექტორი იოსი ალფერი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯნ კერის წარმატებული მცდელობა ისრაელი და პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდასთან დაებრუნებინა, ევროკავშირთან კოორდინაციით განხორციელდა:

„ძალიან რთულია იმის გამორიცხვა, რომ კერი ევროპელებთან არ მუშაობს იმისთვის, რომ დასახლებების მშენებლობებზე საუბრისას ისრაელზე ზეწოლა სწორი მიმართულებით და ინტენსიურობით განხორციელდეს. როცა საკითხი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეხება, ისრაელი თავისუფლად შეიძლება ითქვას იზოლირებულია.“

ევროკავშირი აცხადებს, რომ საიმპორტო პროდუქციაზე იარლიყების შეცვლისთვის ვადა განსაზღვრული ჯერ არ აქვს.
XS
SM
MD
LG