ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ურსულა ფონ დერ ლაიენმა კონსერვატორების მხარდაჭერა მოიპოვა და თანამდებობას კიდევ 5 წლით შეინარჩუნებს


ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), ხუთშაბათს მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, როგორც მათ კანდიდატს ბლოკის ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების სამართავად.

EPP-ის დელეგატებმა კენჭი უყარეს 400 მომხრე და 89-ის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებით, ფონ დერ ლაიენი თანამდებობას კიდევ ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

ბუქარესტში პარტიულ კოკუსზე გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორისაა ომი უკრაინაში, ღაზის კრიზისი, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთის გაძლიერება. ვონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სწორედ ეს საკითხებია ევროკავშირისთვის მთავარი გამოწვევა.

XS
SM
MD
LG