ევროკავშირის ახალი ანგარიში ამბობს, რომ ბლოკში შემავალი 27 ქვეყნიდან, რუსული დეზინფორმაციის სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანია ხდება.
„ევროკავშირის წევრ არც ერთ სხვა სახელმწიფოს ისე სასტიკად არ ექცევიან, როგორც გერმანიას“ - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სახმსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ „სისტემატური კამპანია, პოლიტიკურ დონეზე და კრემლთან დაახლოებული მედიის საშუალებით დაიწყო.
ევროკავშირის ანგარიში მას შემდეგ გამოვიდა, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთი, აშშ-სა და დასავლეთში წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიაში დაადანაშაულა.
რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობას უარყოფს.
ევროკავშირი კი ამბობს, რომ 2015 წელიდან მოყოლებული დღემდე, „EuvsDisinfo“ - ის მონაცემთა ბაზაში, გერმანიის შესახებ 700-ზე მეტი საქმეა აღრიცხული.
ამ მონაკვეთში, ანგარიშის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის სამიზნე საფრანგეთი 300 ჯერ, იტალია კი 170-ჯერ გახდა.
Facebook Forum