ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომი ბრიუსელის წინააღმდეგ


"ბრექსტის", ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების, მხარდამჭერებს სურთ იხილონ ევროკავშირიდან კიდევ ერთი სახელმწიფოს გასვლას. ისინი დებენ ფსონს თუ ვინ იქნება შემდეგი: საფრანგეთი, იტალია თუ ცენტრალური ევროპის რომელიმე ქვეყანა.

თუმცა, გამოცდილი პოლიტიკური დამკვირვებლებისთვის ევროკავშირის იტალიის ან საფრანგეთის მიერ დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ, "ბრექსიტის" მომხრეები არ არიან ერთადერთნი, ვინც ჰორიზონტზე ბრიუსელსა და რომს შორის მომავალ დაპირისპირებას ხედავს.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო გამოკითხვების მიხედვით იტალიაში პოპულისტ, მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და ნაციონალისტურ-კონსერვატიული „იტალიის ძმები", რომელსაც 44 წლის ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, ერთობლივად 40-42 პროცენტს აგროვებენ. ეს კი, ქვეყნის ყოფილ პრემიერთან სილვიო ბერლუსკონის პარტიასთან გაერთიანებით, მათ აძლევს შანსს მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბონ.

რაც ევროკავშირის მაღალჩინოსნებს აშინებს.

ვადამდელი არჩევნები

იტალიაში არჩევნები 2023 წლის ივნისში უნდა გაიმართოს. თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რადგან მოქმედი მთავრობის, რომელსაც ევროპელი ბანკირი მარიო დრაგი ხელმძღვანელობს, ნდობა მცირდება.

ვადამდელი არჩვენები შეიძლება ასევე გამოიწვიოს დრაგის, რომელსაც ხშირად „სუპერ მარიოდ“ მოიხსენიებენ გადაწვყვეტილებამ იბრძოლოს იტალიის პრეზიდენტობისთვის მომავალ წელს, როცა მოქმედი პრეზიდენტი, სერჯიო მატარელა, 6 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. სიციელმა მატარელამ, რომელიც ქვეყანას ექვსი წლის განმავლობაში, პოლიტიკურად რთულ პერიოდში უძღვებოდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიაზე გადის.

ცოტა თუ ფიქრობს, რომ მის დაყოლიება, დარჩეს პოსტზე, შესაძლებელია. მატარელა 80 წლისაა და ის ცოტა ხნის წინ რომის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მათთან საუბრის დროს პრეზიდენტმა თქვა: „ჩემი სამუშაო მოთხოვნადია, მაგრამ რვა თვის შემდეგ ჩემი სამსახური მთავრდება შემეძლება დავისვენო. მე მოხუცი ვარ“ .

პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომში ბევრი ფიქრობს, რომ მარიო დრაგი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, რაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.

ამ ფონზე, იტალიაში პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს საარჩევნო გათვლების გაკეთება, თუმცა ამას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დანაწევრება მნიშვნელოვნად ართულებს.

უკანასკნელ, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში 21 პარტია მონაწილეობდა. ისინი ორ მყიფე ბანაკად შეიძლება დაიყონ, სადაც პოზიციები გამუდმებით იცვლება პოლიტიკური თუ პირადი მიზეზების გამო. პოლიტიკური კომენტატორები ამბობენ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი პოლიტიკური მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას და მოსალოდნელია, ბევრმა დეპუტატმა პარტია შეიცვალოს ან ცალკე იბრძოლოს.

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატების რაოდენობა, შემდეგი არჩევნებისთვის, 630-დან 400-მდე შემცირდება, სენატში კი 315 დეპუტატის ნაცვლად 200 ადგილი იქნება. ეს კონკურენციას ზრდის და ვითარებას ართულებს. ამ დროის მონაცემებით, მოსალოდენელია, რომ სალვინის პარტია „ლიგა“ და პარტია “იტალიის ძმები“ კოალიციას შექმნიან.

„ძალთა ბალანსი თანდათანობით მემარჯვენეების კოალიციის მიმართულებით იხრება,“- ამბობს ვალერიო ალფონსო ბრუნო, რომელიც ბრიტანეთში არსებული, "რადიკალი მემარჯვენეების ანალიზის ცენტრის" უფროსი მკვლევარია. მის პოზიციას იზიარებს ანდრეა უნგარი, რომელიც რომის "LUISS-ის უნივერსიტეტის" პროფესორია. უნგარის მიაჩნია, რომ იტალიის მემარჯვენე კოალიცია არჩევნებში 51 პროცენტზე მეტის აღებას შეძლებს.

ევროკავშირის შეშფოთება:

მარიო დრაგი, ტექნოკრატ პრემიერად, ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, პრეზიდენტმა მატარელამ, მას შემდეგ წარადგინა, რაც იანვარში მმართველი, "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" და "დემოკრატიული პარტიის" ალიანსი დაიშალა. მემარცხენე ცენტრისტი პოლიტიკური მოკავშირეები, დრაგის მოუწოდებენ უარი თქვას საპრეზიდენტო ამბიციებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ვადამდელი არჩევნები და მემარჯვენე პარტიების, სალვინის და მელონის დაწინაურება.

იტალიის პოლიტიკური სურათით და მთავრობაში მემარჯვენე ძალების ალიანსის შესაძლო მოსვლით უკმაყოფილო და შეშფოთებულები არიან ბრიუსელში. მათ ეშინიათ, რომ ძალთა მსგავსი ბალანსის შემთხვევაში, რომსა და ბრიუსელს შორის უთანხმოებების სია გაიზრდება, იქნება ეს მიგრაციის თუ საზღვრის კონტროლის კუთხით.

არც სალვინი და არც მელონი, რომელსაც სურს, რომ იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდეს, მხარს არ უჭერენ "იტალექსიტს" - იტალიის მიერ ევროკავშირის დატოვებას. მაგრამ ისინი ევროკავშირს აკრიტიკებენ. ამ კუთხით მელონი უფრო აქტიურია, სალვინი კი ცდილობს მას არ ჩამორჩეს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მელონი ევროპისგან ფინანსური დახმარება უნდა და ბრიუსელს ხედავს, როგორც "მეწველ ძროხას", თუმცა ვალდებულებების აღება არ სურს.

მელონი პარტიის „ფრატელი დ'იტალია“ (იტალიის ძმები) თანადამფუძნებელია. პარტია, შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი "იტალიის სოციალური მოძრაობის" მთავარი მემკვიდრეა, რომელიც დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ფაშისტმა მოკავშირეებმა ჩამოაყალიბეს. მელონის პარტიამ 2018 წელს ქვეყანაში მოსახლეობის 4 პროცენტის ნდობა დაიმსახურა, თუმცა მას შემდეგ პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პარტიის პოპულარობის ზრდა, პოლიტიკური მიმომხილველების აზრით მელონის ნაბიჯების შედეგია. მელონიმ უარი თქვა, დრაგის ერთიანობის მთავრობის ნაწილი ყოფილიყო და შედეგად ის ოპოზიციის მთავარ ხმად იქცა. მელონის ახლა აქვს შანსი მემარჯვენე ფლანგის წამყვანი ფიგურად გახდეს.

ხოლო სალვინიმ კი მისი პარტიის, "ლიგის", კოალიციაში შეყვანა არჩია, რადგან ეშინოდა რომ თუ ბრიუსელის მიერ გამოყოფილი, პანდემიასთან განმკლავების თანხების განაწილებაში როლს არ ითამაშებდა, ეს მის საარჩევნო შედეგებზე აისახებოდა. აქვე, მან უარი თქვა მინისტრთა კაბინეტში როლზე, რათა კვლავ ჰქონოდა შესაძლებლობა მთავრობა გაეკრიტიკებინა, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე. თუმცა საბოლოოდ, ამ ნაბიჯმა მელონის მისცა შანსი, სალვინისთან შედარებით, თავი უფრო პრინციპულად და თანმიმდევრულად წარმოეჩინა.

პოლიტიკური მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მელონის პარტიის პოპულარობის ზრდა, სალვინის პარტიის ხარჯზე მოხდა. ახლა ერთი შვილის დედა, რომელიც რომის ცნობილი კლუბის ყოფილი ბარმენია, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია, რომელიც ევროკავშირთან ხელშეკრულებების გადახედვას და მოლაპარაკებების პროცესის თავიდან დაწყებას ითხოვს.

ერნესტო გალი დელა ლოჯია, რომელიც გამოცემა „საღამოს კურიერის" ცნობილი მიმომხილველია ამბობს, რომ დიდი ალბათობით მელონის პარტია მალე გახდება მემარჯვენე ცეტრისტული კოალიციის წამყვანი ძალა და ქვეყნის შესაძლო მომავალი მმართველი. სამშაბათს მან საკუთარ სვეტში მელონეს პარტიის "ფაშისტურად" მოხსენიება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს იოლი გზაა "მიუღებელი პოზიციების" არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად.

თუმცა ლოჯია ფიქრობს, რომ მელონის პარტია არაა მზად ქვეყნის სამართავად და იტალიურ პოლიტიკის რეალური გარდაქმნისთვის.

სტატია თავდაპირველად "ამერიკის ხმის" ინგლისურენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG