ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან 23 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თავდაცვის შესახებ შეთანხმებას.
პაქტი, რომელსაც ხელი ორშაბათს, ბრიუსელში მოაწერეს, გულისხმობს თანამშრომლობის გაუმჯობესებას ბლოკის შიგნით, განსაკუთრებით კი "ბრექსიტისა" და რუსეთისგან მზარდი წნეხის გათვალისწინებით.
იმისათვის, რომ პაქტი ევროკავშირის წევრი სახელწმიფოებისთვის კანონის ძალით ამოქმედდეს, ის დეკემბერში უნდა დაამტკიცონ.
შეთანხმება გულისხმობს სამომავლო, მუდმივ სტრუქტურულ თანამშრომლობას, რომელმაც ევროკავშირს უნდა მისცეს საერთაშორისო კრიზისების ფონზე მეტად თანმიმდევრული როლი. გასულ ივნისში ცნობილი გახდა, რომ "ევროპულ თავდაცვის" ბიუჯეტი 6.4 მილიარდ დოლარი იქნებოდა.
ლიდერთა განცხადებით, ესაა პირობა, რომ ქვეყნები უწყევტად და მდგრადად დაუჭერენ მხარს ისეთი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა პერსონალი, აღჭურვილობა, ტრენინგი, და ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სამხედრო მისიებისთვის.
შეთანხმებით ასევე გამოხატულია ერთგულება პრინციპისა, რომ ქვეყნები „რეგულარულად გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტებს რეალურ პირობებში“. თავდაცვის დანახარჯების 20 %-ს დაუთმობენ შესყიდვებს, 2%-ს კი კვლევასა და ტექნოლოგიებს.
ამ პაქტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის არ იქნება ნატო-ს კონკურენტი, თუმცა პირიქით, შეავსებს და დაეხმარება ალიანსის ძალისხმევას, რადგან ნატოს რჩება მთავარი როლი ევროპული თავდაცვის საქმეში.
Facebook Forum