ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ირანთან სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნების მექანიზმი შექმნა


მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან გავიდა, მასში გაერთიანებულმა სხვა სახელმწიფოებმა შეთანხმების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ თეირანთან სავაჭრო ურთიერთობებს, ამერიკის მიერ განახლებული ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით შეინარჩუნებდნენ.

ორშაბათს, ამ 5 ქვეყნის წარმომადგენლებმა ირანთან ერთად, გაეროში ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ევროპის კავშირში “საგანგებო დანიშნულების” სისტემა შეიქმნა. ახალი სისტემის მექანიზმი უზრუნველყოფს ირანში წარმოებული სხვადასხვა ტიპის საქონლის, მათ შორის, საწვავის ექსპორტისთვის აუცილებელ ფინანსურ ოპერაციებს.

მოდიფიცირებული შეთანხმების თაობაზე გაკეთებული განაცხადის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი ჟურნალისტებს შეხვდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროპის კავშირის ქვეყნებს გაუჩნდებათ კანონიერი გზა, რათა “ირანთან ლეგიტიმური ფინანსური ოპერაციები აწარმოონ… და ევროპულ კომპანიებს მიეცემათ ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვით, ირანთან ვაჭრობის გაგრძელების საშუალება”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG