ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება


ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება საქართველოს ევროკავშირში ასოცირების შეთანხმების ორი თვით ადრე ხელმოწერას. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტ -ჟოზე მანუელ ბაროზოს- განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ივნისში მზად იქნება ხელშეკრულების ხელმოწერისთვის.

„სასიამოვნოა ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მზადყოფნას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ დღეს დილით ტვიტერზე განათავსა გზავნილი, რომელშიც ნათქვამია: „ბენიერი ვარ, რომ ევროკომისიაში დღეს ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა“.
XS
SM
MD
LG