კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“
საქართველო არის და ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი. ევროპული აწმყოსა და მომავლისთვის ბრძოლა ახლა განსაკუთრებით საჭიროა, რადგან რამდენიმე დღეში გადაწყდება საქართველოს მომავალი - მიიჩნევენ კამპანია „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წარმომადგენლები და შეხვედრების გამართვას სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.