ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზის შეწყვეტის შემდეგ, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ


დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები საგანგებო სხდომას მართავენ. მინისტრებმა ერთობლივი პასუხი უნდა შეიმუშაონ მოსკოვის მოთხოვნაზე, ენერგიის საფასურის მხოლოდ რუბლში გადახდასთან დააკვშირებით. ვლადიმირ პუტინი იმუქრებოდა, რომ თუ ევროპის ქვეყნები რუსეთს რუბლში არ გადაუხდიან, მაშინ მათ გაზს აღარ მიაწვდის.

გასულ კვირას რუსეთმა უკვე შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ეს ქვეყნები უკვე გეგმავდნენ რუსული გაზის გამოყენების შეწყვეტას წლის ბოლომდე და ახლა აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციას. თუმცა, ამ პრეცედენტმა გააჩინა შიში, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის ევროპის გაზზე დამოკიდებული ეკონომიკური ცენტრი, გერმანია, შეიძლება შემდეგი იყოს.

რუსეთის ამ ულტიმატუმმა, შესაძლოა, ევროკავშირის ერთიანობას რუსეთის წინააღმდეგ, საფრთხეც შეუქმნას.

პრობლემა ისაა, რომ რუბლში რუსეთისთვის ფულის გადახდა ეწინააღმდეგება იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო დაუწესა. თვის ბოლოს კი ბევრ კომპანიას რუსული გაზის კომპანიებისთვის თანხა აქვთ გადასახდელი. მათ ჭირდებათ, რომ ჰქონდეთ ნათელი პასუხი იმაზე, თუ როგორ და რა პირობებში უნდა გადაუხადონ რუსეთს გაზის საფასური.

XS
SM
MD
LG