ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპაში რეკორდულად იზრდება


ევროპა ახალი და უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ ალაპარაკდა. გერმანიაში და საფრანგეთში არ არის გამორიცხული ისეთივე შეზღუდვები ვიხილოთ როგორიც ეს გაზაფხულზე იყო. მიზეზი რეკორდულად მზარდი სიკვდილიანობის მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით ერთი კვირის განმავლობაში ევროპაში კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 40% გაიზარდა. მოსალოდნელი შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად დაეცა ეკონომიკური მაჩვენებლები.

პანდემიური ვითარების შესახებ დღეს გერმანიის კანცლერი დარგის სპეციალისტებს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს შეხვდა სადაც ახალი შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ. შესაძლოა ქვეყანაში რესტორნები და ბარები დაიხუროს თუმცა მუშაობა სოციალური დისტანცირების დაცვით გააგრძელონ სკოლებმა და ბაგა-ბაღებმა.

რა შეზღუდვებს დააწესებს საფრანგეთი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დღის ბოლოს მიმართავს და გააცნობს სამოქმედო გეგმას თუ როგორ გააგრძელებს ბროლას ქვეყანა კოვიდ19-ის წინააღმდეგ და რა შეზღუდვები დაწესდება. ბოლო პერიოდში საფრანგეთში კოვიდ19-ი დღიურად საშუალოდ 50 000 ადამიანს უდასტურდება. გასულ კვირას საფრანგეთში ე.წ. კომედანტის საათი უკვე ამოქმედდა. არ არის გამორიცხული საფრანგეთმა ე.წ. ლოქდაუნი დღეიდან ერთი თვის განმავლობაში გამოაცხადონ.

შეზღუდვები ამოქმედდა იტალიასა და ესპანეთშიც თუმცა ქვეყნები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების შემოღება ისეთი, როგორიც იყო მარტში არ იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG