ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისია: კატალონიის რეფერენდუმი არალეგალურია


ევროპული კომისიის განცხადებით, კვირას კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალური იყო. კომისიამ ასევე მოუწოდა ესპანეთის მთავრობას კატალონიის ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს.

ევროკომისიამ, ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ ახლა ერთობის და სტაბილურობის დროა. კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკის ინსტრუმენტი ვერასდროს ვერ იქნება ძალადობა.“ ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელმა სოლრუნ გისლადოტირმა ასევე მოუწოდა ესპანეთის მთავრობას დიცვას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება

.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG