ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ამ ეტაპზე მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას არ გეგმავს


ევროპის კავშირი რუსეთს სანქციებს ამ ეტაპზე არ დაუწესებს. განცხადებას ჯოზეფ ბორელი ავრცელებს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში. კიევი ბრიუსელს მიმართავდა, რომ ქვეყნის საზღვარზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსკოვისთვის სანქციები ახლა დაეწესებინა, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თავიდან ასარიდებლად. კიევი თვლის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შანსები შემცირდება.

იმ ფონზე, როცა რუსეთს უკრაინის საზღვარზე 190,000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული, დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა აქვს გადაწყვეტილი. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

„ჩვენ მოველით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, იქამდე, სანამ ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრას დაესწრებოდა. „,ვფიქრობ არსებობს კარგი და ლეგიტიმური მიზეზები, რომ ახლა გარკვეული სანქციები დაწესდეს, რათა მოხდეს დემონსტრირება, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ გეგმავს ამ გზის გავლას“, - თქვა კულებამ.

ევროკავშირის საგარეო მინისტრებმა მხარი დაუჭირეს გასულ თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დაუმტკიცონ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების სესხი. ასევე მიღებული იქნა გადაწვეტილება, სამხედრო ინსტრუქტორების მცირე ჯგუფის მიერ, უკრაინის ძალების გაწვრთნის შესახებ.

თუმცა, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ბლოკს ამ ეტაპზე სანქციების დაწესების სურვილი არ აქვს. ბორელის განცხადებით, ევროკავშირი საგანგებოდ შეიკრიბება სანქციებზე შესათანხმებლად, როცა „ეს მომენტი დადგება“.

ამ ეტაპზე, ევროკავშირი მხარს უჭერს, დამატებით მოლაპარაკებების გამართვას, მას შემდეგ რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, შესაძლო სამიტზე შეთანხმდნენ.

გასული კვირის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა. კიევი აცხადებს, რომ გახშირდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან, უკრაინის ჯარზე მიტანილი შეტევები. დასავლეთი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინაში შესაჭრელად მიზეზს ეძებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG