ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ევროზონის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ


ბრიუსელში ორდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასულდა

ევროკავშირის პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპოის განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა მომავალი წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიუსელში ორდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასულდა.
ბატონმა რომპოიმ ევროზონის ბლოკის 27 ქვეყანას შორის დაპირისპირება გამორიცხა, სამიტზე მოლაპარაკებას კი მან კონსტრუქციული უწოდა, რომლის საბოლოო შედეგი 2013 წლის დასაწყისში გახდება ნათელი.
სამიტზე ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის განხილვას დაძაბულობა ახლდა თან, განსაკუთრებით ბლოკის მდიდარ წევრებსა და ბიუჯეტიდან დიდი დახმარების მომლოდინე სახელმწიფოებს შორის.

XS
SM
MD
LG