ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თანხმობა განაცხადა დავალიანების მქონე ევროზონის ქვეყნების ობლიგაციების შესყიდვაზე. ეს განცხადება ფრანკფურტში ხუთშაბათს გაკეთდა და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი იტალიის და ესპანეთის ეკონომიკის დახმარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთან, ორივე ქვეყანა ევროპის ცენტრალური ბანკის პირობებს უნდა დათანხმდეს.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ ჯერ კიდევ ივლისში იმედი ჩაუსახა ინვესტორებს და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ევროზონის ქვეყნებს, როდესაც განაცხადა, რომ „ევროპის ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევრო შეინარჩუნოს."