ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მომავალი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გახდება. თუმცა, ზოგიერთი შეფასებით მისმა მკაცრმა პოზიციამ რუსეთთან დაკავშირებით შესაძლოა გააჩინოს ეჭვი, შეუძლია თუ არა მას წარმოადგინოს შეხედულებები მთელი ბლოკიდან.
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართა. ეს მათი პირველი შეხევდრაა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ და ის ფოკუსირებულია ბლოკის მთავარ თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვაზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდი ალბათობით, მეორე ვადით დაიკავებს ამ პოზიციას, ხოლო ევროკავშირის დიპლომატები აცხადებენ, რომ კალასი, ბლოკის საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენლის პორტფელს მიიღებს.
47 წლის კალასი მეზობელი რუსეთისა და მისი ექსპანსიონისტური მიზნების მწვავე კრიტიკოსია, მას შემდეგ, რაც 2021 წლის დასაწყისში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
კალასი ცნობილია, როგორც უკომპრომისო ხმა ევროკავშირსა და ნატოში კიევის უპირობო მხარდაჭერისა და მოსკოვის შეკავებისთვის ბრძოლაში.
კალასი რუსეთში ძებნილადაა გამოცხადებული თავისი როლის გამო, ქვეყანაში საბჭოთა დროინდელი მონუმენტების აღებაში.