შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინელ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. მოგვიანებით ჯონ კერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ალჟირს და მონაკოს ესტუმრება.
იერუსალიმში პრემიერ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პალესტინელებთან მოლაპარაკების საკითხებში არსებული „სირთულეების“ და „დაძაბულობების“ მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ მათი დაძლევა შესაძლებელია, თუკი ისრაელი და პალესტინური მხარე მიზნის მიღწევისთვის კომპრომისზე წავლენ და რთულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მან კომენტარი ირანის ბირთვული პროგრამების გამო პრემიერ ნეთანიაჰუს შეშფოთებასთან დაკავშირებითაც გააკეთა:
„ჩვენი მიზანია ირანს მხოლოდ სამშვიდობო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს. ამის უზრუნველყოფა ჩვენი მოვალეობაა. მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს სამშვიდობო პროგრამაა და იქ მასობრივი განადგურების იარაღი არ მზადდება“ - განაცხადა ჯონ კერიმ. ირანელ დიპლომატებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ჟენევაში ხვალ გაიმართება. მასში მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან ერთად (შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი), გერმანიაც მიიღებს.