ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები გერმანიაში


ქვემო საქსონიაში საარჩევნო უბნები გაიხსნა

გერმანიაში რეგიონალური არჩევნები ტარდება, რაც კანცლერ ანგელა მერკელისთვის ერთგვარი გამოცდაა საყოველთაო არჩევნების წინ, რომელიც რვა თვეში უნდა გაიმართოს.

საარჩევნო უბნები დღეს ქვემო საქსონიის მხარეში გაიხსნა. აღნიშნულ რეგიონს მხარის პრემიერ-მინისტრი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერკელის მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსის წევრია. ბოლო რეგიონალური არჩევნები სექტემბერში ბავარიის მხარეში გაიმართება, რის შემდეგაც უკვე საყოველთაო არჩევნები შედგება, სადაც მერკელის ალიანსის ბედი გადაწყდება.
XS
SM
MD
LG