შეერთებულმა შტატებმა ქურთული დაჯგუფებების მიერ ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის 13 მოქალაქის მკვლელობა დაგმო.
„ჩვენ ვდგავართ ჩვენს ნატოს მოკავშირე თურქეთთან და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს ვინც ბოლო ბრძოლაში დაიღუპა“, - განაცხადა ნედ პრაისმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
"სასაცილო" უწოდა თურქეთის პრეზიდენტმა, ვაშინგტონის ამ განცხადებას და თქვა, რომ ამერიკა ქურთულ ძალებს ეხმარება.
„შეერთებული შტატების განცხადება სასაცილოა. ქურთისტანის მუშათა პარტიას, სახალხო დაცვის ძალებს, არ უნდა უპირისპირდებოდეთ? თქვენ ნათლად ეხმარებით და მათ უკან დგახართ“, - განაცხადა ერდოღანმა შავი ზღვის ქალაქ რიზეში მხარდამჭერებთან შეხვედრსას.
შეერთებული შტატები ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისევე როგორც ანკარა და ბრიუსელი, თუმცა სირიაში ამერიკის ძალები ქურთულ „სახალხო დაცვის ძალების“ მხარდამხარ იბრძოდნენ, რომლებსაც ანკარა ქვეყნის შიგნით ქურთისტანის მუშათა პარტიის მოკავშირედ მიიჩნევს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეები ქურთისტანის მუშათა პარტიამ გაიტაცა და მოკლა. აკარმა თქვა, რომ მათი ცხედრები გარას რეგიონში, თურქეთ-ერაყის საზღვართან იპოვეს, ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას, რომლის დროსაც, თურქეთის განცხადებით 48 მებრძოლი გაანადგურეს.
პარტიის ვებსაიტი აცხადებს, რომ მათ დაკავებული ჰყავდათ თურქეთის დაზვერვის, პოლიციის და სამხედრო პერსონალი და რომ ისინი შეტაკებებისას იქნენ მოკლულნი.
ვაშინგტონის მხარდაჭერა სირიაში ქურთული ძალების მიმართ, შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ერაყში ქურთული შენაერთების წინააღმდეგ ოპერაციას. ქურთისტანის მუშათა პარტია, თურქეთში ათწლეულებია ანკარის წინააღმდეგ ამბოხს წარმართავს. ბრძოლას ცენტრალურ თურქეთის მთავრობასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, პარტიას შორის 40,000 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Facebook Forum