თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქალთა უფლებების დამცველებს დაუპირისპირდა. მან აბორტის გაკეთების წინააღმდეგ გაილაშქრა, მოითხოვა რა ამ პროცედურაზე ქალებისთვის აკრძალვის დაწესება.
ეს განცხადება ერდოღანმა კვირას ფეხბურთის სტადიონზე გამართულ პარტიის ყრილობაზე გააკეთა, რასაც მოჰყვა ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების საპროტესტო აქცია პრემიერ მინიტრის ოფისის წინ. როგორც ბატონმა ერდოღანმა ყრილობის დამსწრეებს განუცხადა, არ აქვს მნიშველობა თუ სად მოკლავ ბავშვს მუცელში და მათი გაჩენის შემდეგ.