თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმუქრება, რომ გააღრმავებს რუსეთთან სამხედრო ურთიერთობას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ მოხსნის სამხედრო, საბრძოლო თვითმფრინავების გაყიდვაზე ემბარგოს.
ეს გაფრთხილება ერდოღანმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა. მალე ის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს.
სავარაუდოდ, თურქეთს მალე ექნება Su-35, უახლესი რუსული ბომბდამშენი. ქვეყანა უკვე პროვოკაციულ სიგნალებს აგზავნის მის დასავლელ მოკავშირეებთან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემა, S-400-ები შეიძინა.
"როდესაც S-400-ები შევიძინეთ არავისთვის გვითხოვია [ნებართვა]. ასე რომ, თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისინიც გვექნება [Su-35]," თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საბოლო გადაყწვეტილება, ახალი რუსული საბრძოლო იარაღის შეძენის შესახებ, შესაძლოა ვაშინგტონზე იყოს დამოკიდებული. მან მოუწოდა ტრამპს გააუქმოს აკრძალვა თურქეთისთვის ამერიკული F-35 საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვაზე.
ამერიკამ თურქეთისთვის ემბარგო მაშინ დააწესა, როდესაც ამ უკანასკნელმა S-400-ები შეიძინა. ვაშინგტონის მტკიცებით, ეს სარაკეტო სისტემა რისკის ქვეშ აყენებს ნატოს შეიარაღების სისტემას.
Facebook Forum