აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციამ “მშვიდობის კორპუსმა” და “ამერიკის მეგობართა კლუბმა” პროექტის, ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსის (NESC) პრეზენტაცია გამართეს. ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება, მასში საჯარო სკოლების მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. “მშვიდობის კორპუსის” დირექტორის საქართველოში რიკ რეკორდის თქმით კონკურსის მართლწერაში ძირითად მიზანს ქართულ სკოლებში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტი სამ ეტაპად ხორციელდებოდა, ფინალური ეტაპი 2013 წლის მარტში ჩატარდება.
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლის გაზ დევიდსონის თქმით კონკურში 171 ქართული სკოლა და 2400 მოსწავლე მონაწილეობს.
პროექტის ფინანსური დირექტორი შენონ ქნუდზენი ამბობს, რომ რეგიონებიდან პროექტში უფრო მეტი მონაწილე ჰყავთ, ვიდრე დედაქალაქიდან.
პროექტის დირექტორი, ”ამერიკის მეგობართა კლუბის” ხელმძღვანელი ილია ზუკაკიშვილი ”მშვიდობის კორპუსთან” კლუბის ურთიერთობებზე გვესაუბრება:
” იმის გარდა, რომ ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ ერთობლივი პროექტი, ”ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი”, ჩვენ ”მშვიდობის კორპუსთან” ურთიერთვთანამშრომლობთ ქართულ-ამერიკულ თემებზე.ერთ-ერთია ”ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი”. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო კონკურსია, სასიამოვნოა ”ამერიკის მეგობართა კლუბისთვის” ”მშვიდობის კორპუსის” გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ჩავრთულიყავით ამ პროექტში როგორც ორგანიზატორები. პროექტი ძალიან საინტერესოა, პროექტში საქართველოს ყველა რეგიონი იყო ჩართული. მოსწავლეებში კონკურსმა გამოიწვია დიდი დაინტერესება, ბავშვებმა თავიანთი თავი გამოცადეს, თუ რამდენად არიან მზად თუნდაც უცხოეთში სხვადასხვა სასწავლებლებში ჩასაბარებლად.
პროექტი ძალიან შრომატევადი იყო, მოგეხსენაბათ, ”მშვიდობის კორპუსის” წარმომადგელები ყველა რეგიონში არიან. რა თქმა უნდა, პროექტის განხორციელებაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარა, სამინისტროს გარეშე ჩვენთვის პროექტის განხორციელება ძალიან ძნელი იქნებოდა. ასევე დაგვეხმარნენ რესურს-ცენტრები. ამერიკელებმა, ”მშვიდობის კორპუსი” წარმომადგენლებმა ყველა რესურს-ცენტრში მოამზადეს ბავშვები, გვქონდა მოსამზადებელი პერიოდი, ყველაფერი უფასოდ, პროექტის ფარგლებში. მარტში გვექნება უკვე დასკვნითი ეტაპი, რომელიც ჩატარდება თბილისში. გამოვლინდა 34 გამარჯვებული, ჩვენ მათ ყველა რეგიონიდან ჩამოვიყვანთ თბილისში, მათ პირადად ელჩი დაასაჩუქრებს სხვადასხვა საჩუქრებით.
მადლობა მინდა მოვუხადო ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენ პროექტში, განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვუხადო ”მშვიდობის კორპუსის” იმ წარმომადგენლებს, ვინც რეგიონებში ცხოვრობენ და რეგიონებიდან გვეხმარებოდნენ პროექტის განხორციელებაში.
”ამერიკის ხმა” - ბატონო ილია, ანუ, ამერიკელი მასწავლებლების მოწაფეები ღებულობენ მონაწილეობას ამ კონკურსში?
ილია ზუკაკიშვილი - არა, მონაწილეობდნენ მხოლოდ ქართველი მასწავლებლების მოწაფეები. ძალიან საინტერესოა, რომ პედაგოგისთვისაც მეტი მოტივაციაა მსგავსი პროექტების განხორციელება, რადგან მისი შრომაც ფასდება, პედაგოგისთვისაც სასიხარულოა რამდენად მეტ წარმატებულ მოსწავლეს გაზრდის ქვეყნისთვის და მომავლისთვის”.
”მშვიდობის კორპუსი” საქართველოში ასევე ე.წ. მოკლევადიანი დახმარების პროგრამას, მოკლევადიან პროექტებს ახორციელებს. ”მშვიდობის კორპუსის” გამოცდილ მოხალისეებს მოკლევადიანი პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მასწავლებლების გადამზადებაში, ტურიზმის განვითარებაში და სხვა.