ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 დღე რჩება და დემოკრატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი კამპანიის ბოლო ეტაპზე ერთმანეთის მკაცრი კრიტიკით გადადიან.
ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კლინტონმა ამომრჩევლის ყურადღების გადატანა ტრამპის განცხადებებზე სცადა. მისი თქმით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა არაერთხელ გააკეთა განცხადებები, რომლებიც ქალებს შეურაცხყოფს, ამცირებს და თავს ესხმის.
ტრამპი კლინტონს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკასთან აკავშირებს და აცხადებს, რომ კლინტონის არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში მდგომარეობა უცვლელი დარჩება. ის, განსაკუთრებით, ობამას საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას აკრიტიკებს, რომელიც უკანასკნელ დღეებში განხილვის მწვავე თემად იქცა. მომავალ წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯანდაცვის პოლისებზე ფასი საშუალოდ 25 პროცენტით გაიზრდება.
პოპულარული
1