ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები კონსტიტუციას უყრიან კენჭს


საარჩევნო უბნებზე რიგების გამო, ხმის მიცემის პროცესი ღამის 11 საათამდე გაგრძელდება

შაბათს ეგვიპტელ ამომრჩეველთა ნახევარი კონსტიტუციის ახალ ვარიანტს უყრიან კენჭს.

ქალები და მამაკაცები ქაიროს და ეგვიპტის 9 პროვინციაში, საშუალო სკოლის შენობებში ცალ-ცალკე მივლენ ხმის მისაცემად. ეგვიპტის პრეზიდენტმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

საარჩევნო უბნებზე რიგების გამო, ხმის მიცემის პროცესი ღამის 11 საათამდე გაგრძელდება.

შაბათს ოპოზიციურმა კოალიციამ მუსლიმთა საძმო ახალი კონსიტუციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი მორსი საძმოს ყოფილი წევრია.

XS
SM
MD
LG