ეგვიპტის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო ბანაკების დაშლის მიზნით უსაფრთხოების ძალების მიერ დაჯავშნული მანქანებით, ცრემლსადენი გაზისა და სნაიპერების დახმარებით განხორციელებული იერიშის შედეგად არაერთი ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციებს განდევნილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მომხრეები მართავდნენ.
დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რეიდის შედეგად 124 ადამიანი დაიღუპა. „მუსლიმთა საძმომ“ უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებულ ოპერაციას „ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და ასობით დაღუპული დაიმოწმა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დაიღუპა ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების 6 და დაშავდა 66 წევრი.
ტელევიზიით ტრანსლირებულ განცხადებაში, მთავრობამ ძალადობისთვის ბრალი „მუსლიმთა საძმოს“ დასდო, პოლიციის მოქმედება კი „პროფესიონალიზმად“ შეაფასა.