ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში ამბოხებულთა კარვებს დარბევით ემუქრებიან


ქაიროში მოსალოდნელ სისხლისღვრაზე ხელისუფლება მორსის მხარდამჭერებს ისევ აფრთხილებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00
ბმული

ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ანტი-სახელისუფლო ბანაკების დარბევა გარდაუვალია, თუმცა ქაიროში ათობით ათასობით დემონსტრანტი კარვებთან იმყოფება და ხელისუფლებას არ ემორჩილება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ეგვიპტის დედაქალაქიდან მოგვითხრობს.

დარბევის საშიშროების წინაშე მდგარ ქალაქში არსებული სიტუაციის გადმოცემა რთულია. რაბა ალ-ადავიას მეჩეთთან ქაიროს ცენტრში დაბანაკებული მორსის მომხრეები ამისათვის მზად არიან.

მომარაგებული აქვთ საკვები, აქვთ სატელიტური ანტენები, გენერატორები. ეს არის ქალაქი ქალაქში და სამართალდამცავების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ტერიტორიას ალყას შემოარტყამენ, პოლიცია მაინც შორიდან აკვირდება, თუ როგორ იზრდება ბანაკში მყოფი ადამიანების რაოდენობა.

ბანაკის მოშორებით ბარიკადებთან მუსტაფა მაჰმუდი დგას, რომელიც იმ გარდაცვლილი ადამიანების მემორიალურ დაფას გვაჩვენებს, რომლებიც ძალოვან სტრუქტურებთან ბრძოლებს შეეწირნენ.

მუსტაფა მაჰმუდი: ყველა ამ წამებულ ბრძოლას უნდა შევეწიროთ? არავის ეშინია ამ თავგანწირვის, არცერთს აქ მყოფი ახალგაზრდებიდან. ახალგაზრდა მამაკაცები პასუხობენ რომ არ ეშინიათ.

ხელისუფლება ამბოხებულთა ბანაკებს უსაფრთხო ადგილად არ მიიჩნევს. საერთაშორისო დესპანები არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს ცდილობენ, კვირას მათ საკუთარი თავი შუამავლის რანგში შეიხმა ალ-აზხარმა შესთავაზა. თუმცა ბანაკში მყოფმა ანტი-სახელისუფლო ძალების წარმომადგენლებმა სუნიტთა მთავარი წარმომადგენლის შეთავაზება არ მიიღეს

მედიის კორდინატორი მუჰამედ სულთანი: აჰმედ ელ თაიბმა , რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ამ სამხედრო გადატრიალების რელიგიური წარმომადგენელია, ახლა აცხადებს რომ შუამავლის ფუნქცია სურს რომ იტვირთოს. ეს მიუღებელია, წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს იმ ადამიანის დედისთვის, რომელიც ამ ბრძოლას ტანჯვით შეეწირა.

მოჰამედ სულთანი ამბობს იმასაც, რომ დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის პოსტზე დაბრუნების მოთხოვნა არ შეიცვლება.

მუჰამედ სულთანი: ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. მათ აქვთ იარაღი, ჰყავთ სამხედროები, მას-მედია, სასამართლო სისტემა, აქვთ ფული. მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ კომპრომისზე არ მოდიან. ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, ქუჩაში ცარიელი ხელებით ვიბრძვით.


ხელისუფლების განცხადებით, ამ ბანაკებში რადიკალურად განწყობილი ისლამისტები არიან, რომლებიც მთელს მსოფლიოში ისლამისტური იდეების რიტორიკით გამოდიან. თუმცა ამ აზრს ზოგიერთი არ იზიარებს.


მუსტაფა მაჰმუდი: არც მუსლიმთა საძმოს წარმოვადგენ და არც მორსის დამცველი ვარ. მის ოპოზიციაში მთელი წლის განმავლობაში ვიყავი, რადგან სახელმწიფოს მართვის მისი სტილი არ მომწონდა. მაგრამ ახლა მას ვიცავ, მე და ჩემმა მეუღლემ რჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, ხუთჯერ მივედით საარჩევნო უბანში და რიგში ვიდეკით, სად არის ახლა ჩვენი ხმა?


ქაიროს ცენტრში მყოფი ბევრი ადამიანის მსგავსად მასაც სურვილი აქვს რომ გარისკოს, მიიღოს ამ შეტაკებაში მონაწილეობა იმისთვის, რომ მისი ხმა უფრო ძლიერად გაიგონ.
XS
SM
MD
LG