ეგვიპტეს მედია იუწყება, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის მდგომარეობა კრიზისულია. რამდენიმე კვირის წინ მუბარაკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დემონსტრანტების მკვლელობის გამო. სამშაბათს საღამოს მუბარაკი ქაიროს თორას საპყრობილედან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული ხმები ვრცელდება. ერთი წყარო ირწმუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტი უგონოდაა და კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაშინ როდესაც სხვა წყარო ირწმუნება, რომ ის სტაბილურადაა, სხვები კი აცხადებენ რომ მუბარაკი ხელოვნურ აპარატზეა შეერთებული.
სამშაბათს საღამოს მუბარაკი ქაიროს თორას საპყრობილედან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
ამავე თემაზე
პოპულარული
1