ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ანტი-სამთავრობო მანიფესტაციების მონაწილეთა მკვლელობისთვის. მუბარაკი ამ განაჩენით პროკურორის მიერ მოთხოვნილ სიკვდილით დასჯის განაჩენს გადაურჩა.
განაჩენი მოსამართლე აჰმედ რიფაატმა წაიკითხა. დემონსტრანტებმა, რომლების სასამართლ დარბაზის გარეთ იყვნენ შეკრებილი, აღფრთოვანებული შეძახილებით და ფეიერვერკებით მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება. შეკრებილები ამ დროს გაიძახოდნენ: "ღმერთი დიადია".