ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქის პროცესი გრძელდება


მუბარაქის პროცესი გრძელდება
მუბარაქის პროცესი გრძელდება

დღეს ეგვიპტეში ყოფილი პრეზიდენტის ჰონსი მუბარაქის წინააღმდეგ სასმაართლო პროცესი განახლდა. სასამართლომ ეგვიპტის მაღალჩინოსანი პოლიციელების და ოფიცრების ჩვენებები მოისმინა. ჰოსნი მუბარაქი სასამართლოში კვლავ საკაცით მიიყვანეს. სასამართლოს შენობის გარეთ პოლიცია ხალხის შეკავებას ცდილობდა, ზოგიერთმა კი პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყო. სასამართლო პროცესი ტელევიზით აღარ გადაიცემა. თავდაპირველად სასამართლოს ორი სხდომის კადრები აჩვენეს, სადაც მუბარაქი გალიის შიგნით საკაცეზე იყო მოთავსებული და იქვე იმყოფებოდნენ მისი ვაჟები. გასულ თვეს მოსამართლემ სხდომის ტელევიზიით გაშუქება აკრძალა. მუბარაქი არ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მისი ბრძანებით ამბოხების დროს 850 ადამიანი მოკლეს. ჰოსნი მუბარაქს ასევე წაყენებული აქვს ბრალდება, კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ.

XS
SM
MD
LG