ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიციის ექვსი ოფიცერი ეგვიპტის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ბრალდებათ.
ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ალ-ადლი და მისი თანაშემწეები ქაიროს სასამართლოში ჰოსნი მუბარაქის დაკითხვის შემდეგ მიიყვანეს. მოსამართლემ ადვოკატებს საქმის გაცნობისთვის დრო მისცა და მომავალი სასამართლო განხილვა 14 აგვისტოს დანიშნა.
ეგვიპტის მართლმსაჯულებამ ჰაბიბ ალ-ადლის უკვე მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა კორუფციაში მონაწილეობის გამო.
ოთხშაბათს მუბარაქი სასამართლო პროცესზე საავადმყოფოს საწოლით მიიყვანეს. მან უარყო ბრალდება 850 დემონსტრანტის დახვრეტის შესახებ. ჰოსნი მუბარაქს და ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელებს, თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.