ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ფინანსურ დახმარებას ითხოვს


ეგვიპტე ფინანსურ დახმარებას ითხოვს
ეგვიპტე ფინანსურ დახმარებას ითხოვს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ფინანსური დახმარება გამოუყოს ეგვიპტეს ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციის მიზნით.

მინისტრმა აჰმედ აბულ ღეითმა დღეს განაცხადა, რომ ეგვიპტის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია პოლიტიკურმა არეულობამ. მან პირადად მიმართა კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და საუდის არაბეთში და მათ დახმარება თხოვა.

ჯერჯერობით საზღვარგარეთის ქვეყნებს განცხადება არ გაუკეთებიათ ამ მოწოდებაზე.

XS
SM
MD
LG