ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის არჩევნებს 10 კანდიდატი გამოეთიშა


ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა მომავალ თვეს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 კანდიდატის დისკვალიფიკაცია. მათ შორის მარათონს ორი ისლამისტი კანდიდატი და ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი გამოეთიშა. ზემოხსენებულმა კანდიდატებმა საჩივარი საარჩევნო კომისიაში შეიტანეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა კვირას დაგეგმილი არჩევნებიდან მათი მოხსნა. საჩივარი კომისიამ არ დააკმაყოფილა და მუსლიმთა საძმოს მთავარი სტრატეგიული მრჩეველი ხაირათ ელ შათერი, ულტრაკონსერვატორი სალაფისტი ჰაზემ აბუ ისმაილი და ჰოსნი მუბარაკის მთავრობის წევრი ომარ სულეიმანი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

XS
SM
MD
LG