ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნები გრძელდება


ეგვიპტეში არჩევნები გრძელდება
ეგვიპტეში არჩევნები გრძელდება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პირველ ტურში ისლამისტურმა პარტიებმა გაიმარჯვეს. დღეს საარჩევნო უბნები ქვეყნის ცხრა რეგიონში გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი ხვალაც გაგრძელდება. ეგვიპტელები პარლამენტის ქვედა პალატას ირჩევენ, რომელიც 498 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. საპარლამენტო არჩევნების მესამე ტური დარჩენილ ცხრა რეგიონში იანვრის დასაწყისში გაიმართება. აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს ეგვიპტეში პირველი საპარლამენტო არჩევნებია. პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები იანვრის ბოლოს დაიწყება და მარტში დასრულდება, რის შემდეგაც ახალი პარლამენტი ახალ კონსტიტუციას მიიღებს.

XS
SM
MD
LG