ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ებოლის ვაქცინის გამოცდა შეწყდა


პირველადი შედეგები იმდენად იმედისმომცემია, რომ ებოლის ვაქცინის კლინიკური გამოცდაც კი შეწყდა, რათა რისკის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის აცრა დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მკვლევარები იტყობინებიან, რომ ებოლის ექსპერიმენტული ვაქცინა დაავადების პრევენციის საქმეში მაღალ ეფექტურობას აჩვენებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ვაქცინა ჯერჯერობით 100-პროცენტიანი ეფექტურობის გარანტიას იძლევა. პირველადი შედეგები იმდენად იმედისმომცემია, რომ მისი კლინიკური გამოცდაც კი შეწყდა, რათა რისკის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის აცრა დაუყოვნებლივ დაიწყოს - აცხადებს გაეროს ჯანდაცვის სააგენტო.

ებოლის ვაქცინა გვინეაში გამოსცადეს. პირველადი შედეგების და ანალიზის გაცნობა ბრიტანულ სამედიცინო გამოცემა „ლანცეტშია“ შესაძლებელი. ვაქცინის, სახელწოდებით VSV-EBOV, ექსპერიმენტული გამოყენება მარტის დასაწყისში დაიწყო. კლინიკურ გამოცდაში 4 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ებოლის ბოლო პანდემიამ, რომელმაც დასავლეთ აფრიკაში იფეთქა, 11 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. მათი უმრავლესობა ლიბერიის, გვინეის და სიერა ლეონეს მოქალაქეები იყვნენ.

XS
SM
MD
LG