ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კედლის აშენების პირობას აჟღერებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელახლა გააჟღერა გადაწყვეტილება აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან კედლის აშენების შესახებ, თქვა რა, რომ კედელი ერთ დღეს „ასე თუ ისე აშენდება“, მაშინაც კი, თუ კანონმდებლები მას ფულს არ მისცემენ ამის გასაკეთებლად.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონგრესის კომიტეტში, რესპუბლიკელი წევრები, რომლებიც საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას განიხილავენ, “დროს კარგავენ“ რადგან „ოპოზიციონერი დემოკრატები კედლის დასაფინანსებლად საჭირო ფულს არ გამოყოფენ. თუმცა, მანვე რესპუბლიკელებს უთხრა: „ არ იღელვოთ, კედელი უკვე ისედაც შენდება. დამატებითი დახმარების იმედი არ მაქვს.“

ორპარტიულმა კონგრესის ჯგუფმა ოთხშაბათს საზღვრის უსაფრთხოებაზე დაიწყო მსჯელობა და ასევე განიხილავს პრეზიდენტის მოთხოვნას კედლისთვის 5.7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე. პრეზიდენტის შეთანხმება კონგრესთან, მთავრობის 15 თებერვლამდე გახსნის საშუალებას იძლევა. ამ შეთანხმებით, კონგრესს ორი კვირაღა რჩება საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე დაფინანსების მოსაპოვებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG