პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ შეთანხმებას "მხარს აღარ უჭერს", თუმცა მთლიანად ამ შეთანხმებას ანულირებას არ ხდება. ოფიციალური პირების თანახმად, ამერიკელმა ლიდერმა "უფრო მკაცრი ახალ სტრატეგია" წარმოადგინა ირანის მიმართ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება შეერთებული შტატების ინტერესებს არ ემსახურება, რასაც ის აქამდეც ამბობდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდა.
ბირთვულ საკითხზე შეთანხმებას ირანთან ხუთმა დასავლურმა სახელმწიფომ 2015 წელს მიაღწია. მხარდაჭერის გაუქმბით, პრეზიდენტი კონგრესს 60 დღიან ვადას აძლევს იმის განსახილველად, აღადგინოს თუ არა ქვეყანამ თეირანის წინააღმდეგ სანქციები ბირთვული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო.
Facebook Forum