ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან იმიგრაციას ზღუდავს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო ბრძანებას, რომელიც ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებს, ის გეგმავს მეორე ბრძანების გამოცემას, რომელიც შეზღუდავს ამერიკაში შემოსვლას იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც მუსლიმია.

„ეს ის ქვეყნებია, სადაც ტერორისტული საფრთხე უმაღლესია, ის ქვეყნებია, საიდანაც ხალხი ჩამოვა და უდიდეს პრობლემებს შეგვიქმნის“, - განაცხადა ტრამპმა გუშინ ABC News-სთან ინტერვიუში.

წყაროების ცნობით, ბრძანება გულისხმობს 30 დღიან აკრძალვას ამერიკაში მოგზაურობაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ერაყი, ირანი, ლიბია, სირია, სომალი, სუდანი და იემენი.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თავდაპირველად, ტრამპი ამბობდა, რომ ის აპირებდა მუსლიმთათვის მიუხედავად მათი ეროვნებისა, ამერიკაში შემოსვლის აკრძალვას. თუმცა ახალი ბრძანებით, ის მხოლოდ იმ ქვეყნებიდან აპირებს იმიგრაციის შემცირებას, რომლებშიც ტერორისტული ჯგუფები მოქმედებენ. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პაკისტანი, საუდის არაბეთი და ავღანეთი, როგორც ტრამპმა განაცხადა გუშინდელ ინტერვიუში, მათი მოქალაქეები ამერიკაში შესასვლელად „მკაცრ შემოწმებას“ გაივლიან. ბრძანება ასევე მოიცავს ოთხთვიან აკრძალვას დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღებაზე.

XS
SM
MD
LG