ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სპეცოპერაცია დასავლეთ სანაპიროზე - მოკლულია 3 მებრძოლი


ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთ საავადმყოფოში სპეცოპერაცია ჩაატარა, ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად საავადმყოფოს თანამშრომლებმა გაავრცელეს. გამოქვეყნდა ვიდეოც სადაც ჩანს თუ როგორ შედიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე.

ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ მოგვიანებით დაადასტურა ისრაელმა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულია სამი მებრძოლი, რომელთაგან ერთი, მოჰამედ ჯალამნე „ჰამასის“ წევრი იყო და ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა. კიდევ ორი მოკლული "ისლამური ჯიჰადის" წევრები, ძმები, ბაზელ და მოჰამედ ალ-ღაზავები არიან.

პალესტინელთა ხელისუფლება ამბობს, რომ სპეცოპერაცია საავადმყოფოს შიდა ტერიტორიაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 10-მა პირმა ჩაატარა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ. მათივე თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, საავადმყოფოს პალატაში პარალიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყებამ რეაგირებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპაცია გრძელდება და ისრაელი ახდენს „ხოცა-ჟლეტას საავადმყოფოების შიგნით“.

საავადმყოფოს თანამშრომლები სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო, და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა „სიკვდილით დასაჯეს სამი მამაკაცი, როდესაც მათ ეძინათ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG