ბელარუსის საოლქო სასამართლომ "რადიო თავისუფლების" ფოტოჟურნალისტს, ულაძ ჰრაიძინს და ფოტოგრაფ ალექსანდრ ვასიუკოვიჩს 11 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი "არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის" წაუყენეს.
ჰრაიძინი ჯილდოების მფლობელი ფოტოჟურნალისტი "რადიო თავისუფლებისთვის" მინსკში მუშაობდა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია ჰქონდა. ისიც და ვასიუკოვიჩიც დამნაშავედ სცნეს ბელარუსის კანონის, მასობრივი შეკრებების შესახებ, დარღვევაში. მათ ბრალი 16 სექტემბერს გამოუტანეს.
ორი ფოტოგრაფი კიდევ ერთ ჟურნალისტთან ერთად მინსკში, ერთ-ერთ ბარში დააკავეს 13 სექტემბერს. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბელარუსის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად.
გთავაზობთ დაკავებული ფოტოგრაფის რამდენიმე ფოტოს, რომელიც მან "რადიო თავისუფლებისთვის" მინსკში, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს და შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს გადაიღო.
Facebook Forum