„წარმომადგენელთა პალატის“ სპიკერი პოლ რაიანი ამბობს, რომ ტრამპის გუნდის წევრებსა და რუსეთს შორის საპრეზიდენტო კამპანიის დროს არსებულ კავშირებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემაა საჭირო. რაიანი არ ენდობა აქამდე ჩატარებულ გამოძიებას და ამბობს, რომ ეჭვები იმის შესახებ, რომ გამოძიების შედეგები მიკეძოებული იყო, უნდა გაქარწყლდეს.
„ჩვენ გვჭირდება პასუხები კითხვებზე, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც არ უნდა მომხდარიყო,“- განაცხადა რაიანმა სატელევიზიო ინტერვიუში.
დემოკრატები კონგრესში სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ და ამბობენ, რომ საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში რუსეთის ჩარევის საკითხი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ხელახალი გამოძიება საჭირო არაა.
„ეს არ უნდა დაემსგავსოს კუდიანებზზე ნადირობას“ - განაცხადა კონგრესმენმა.
ცოტა ხნის წინ ეროვნული უშიშროების მდივანი მაიკ ფლინი სწორედ რუს დიპლომატებთან ურთიერთობის შესახებ არსებული ბრალდებების გამო გადადგა.