ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიული პარტია ტრამპის კამპანიას, რუსეთს და "ვიკილიკსს" უჩივის


ცნობილი ხდება, რომ დემოკრატიულმა პარტიამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შესაშლელად მოწყობილი შეთქმულების ბრალდებით, სასამართლოს მიმართა. პარტია შეთქმულებაში ბრალს რუსეთს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და "ვიკილიკსს" სდებს.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შეთქმულებაში ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობასთან და მათ სამხედრო ჯაშუშებთან ერთად მონაწილეობდნენ, რათა დემოკრატთა კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინათ და დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების გატეხვის გზით, არჩევნების შედეგები ტრამპის სასარგებლოდ მიემართათ.

საქმეში ბრალდებულებს შორის სახელდებიან პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები, მათ შორის: უმცროსი დონალდ ტრამპი (პრეზიდენტ ტრამპის ვაჟი), როჯერ სტოუნი (ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწე) და ჯარედ კუშნერი (ტრამპის სიძე). ტრამპის კამპანია "სიხარულით შეეგება რუსეთის დახმარებას" 2016 წლის არჩევნებში, ნათქვამია სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.

საპასუხო განცხადება თეთრ სახლს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს ბრალდებებს აქამდეც განმეორებით უარყოფდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG