ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორი გლენ ბეკი აცხადებს, რომ დღეს დაგეგმილი მისი დემონსრაცის დანიშნულება „ამერიკელები გამოფზიხლებაა.“ გლენ ბეკი ამერიკელებს რელიგიური პრინციპების აღდგენისკენ მოუწოდებს. მისი დემონსტრაციის ძირითადი ლოზუნგია „აღვადგინოთ ღირსება.“
დემონსტრაციის ორგანიზაგორების განცხადებით დღეს დაგეგმილი ღონისძიება პატივს მიაგებს ამერიკელ ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამერიკის დამფუძნებელი პრინციპების ერთგული რჩება.
გლენ ბეკის დემონსტრაცია მარტინ ლუთერ კინგის მიერ წარმოთქმული სიტყვის 47-ე იუბილეს დაემთხვა. მარტინ ლუთერ კინგი ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალთან შავკანიანების უფლებების დასაცავად სიტყვით გამოვიდა, რომელიც ამერიკაში რასობრივი თანასწორობის მოძრაობის მამოძრავებელ ძალად იქცა. ამ გამოსვლას „მე მაქვს ოცნება“ სახელწოდებით მოიხსენებენ.