ამერიკის დაზვერვის ერთერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი აგრესიულად აგრძელებს კიბერსივრეში ამერიკის წინააღმდეგ მოღვაწეობას.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუთსმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი კიბერ ჯაშუშობას აძლიერებს, და შემდეგ ამ გზით მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მას დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც ამ ოპერაციების სამიზნეზე უთქვამს რამე, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გააკეთა გაფრთხილება, რომ რუსეთი ამ გზით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენას აქტიურად ცდილობს.
Facebook Forum