ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

და ვინჩის ქრისტეს პორტრეტმა მსოფლიოს ყველა რეკორდი მოხსნა


ნიუ-იორკში, კრისტის აუქციონზე გამოტანილმა ლეონარდო და ვინჩის ფერწერულმა ტილომ "სალვატორ მუნდი" (მსოფლიოს მხსნელი) აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ქრისტეს პორტრეტი 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე აუქციონზე აქამდე გაყიდული ნებისმიერი სხვა ხელოვნების ნიმუშის ფასი.

"სალვატორ მუნდი" კერძო პირის მფლობელობაში მყოფი და ვინჩის ბოლო ნამუშევარია. კრისტი მის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად ვარაუდობდა. 500 წლის წინ დახატული შედევრი ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა. კრისტი არც გამყიდველის ვინაობას ამხელს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მომავალი მფლობელი ევროპელი კერძო კოლექციონერია. ნიუ-იორკში აუქციონი თითქმის 20 წუთი გრძელდებოდა.

აქამდე რეკორდი პაბლო პიკასოს "ალჟირელ ქალებს" ეკუთვნოდა, რომელიც 2015 წელს 179.4 მილიონად გაიყიდა. 1955 წელს შექმნილი ფერწერული ტილო კუბიზმის მიმართულების ერთ-ერთ შედევრად ითვლება.

პიკასოს "ალჟირელი ქალები"
პიკასოს "ალჟირელი ქალები"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG